Sunday, June 30, 2013

 პროექტის სახელწოდება:  შევიყვაროთ წიგნის კითხვა.                                                        
პროექტის მონაწილეები:მე-3 კლასის მოსწავლეები,პედაგოგი,მშობლები.
პრობლემის ანალიზი:ბავშვების უმრავლესობას  არ უყვარს,უჭირთ წიგნის  კითხვა.არ აინტერესებთ მხატვრული ლიტერატურა.
პროექტის მიზნები:შეიყვარონ წიგნი,ჩამოუყალიბდეთ მოსწავლეებს კითხვის ჩვევის უნარი,დაეუფლონ კითხვის მარტივ სტრატეგიებს,გაუმდიდრდეთ ლექსიკური მარაგი.მშობლები უფრო მეტად ჩაერთონ შვილის სასკოლო  ცხოვრებაში.
პროექტის ამოცანები:სტუმრობა სკოლის ბიბლიოთეკაში,მოსწავლეების მიერ არჩეული ნაწარმოების ინსცენირება.
გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში საჯარო სკოლებს შორის „ინსცენირებული ზღაპარი“-მონაწილეობა და გამარჯვება.
ხატვის კონკურსი-არჩეული ზღაპრის „კომბლე“ წიგნად აკინძვა.
მოსალოდნელი შედეგები:შეიყვარონ კითხვა,გამოუმუშავდეთ კითხვის ჩვევის უნარი,გაიუმჯობესონ კითხვის ტექნიკა,გახდებიან ბიბლიოთეკის უფრო აქტიური მკითხველები.მშობლები უფრო მეტად დაინტერესდებიან შვილის სასკოლო ცხოვრებით.
მიზნობრივი ჯგუფები:მესამე კლასის მოსწავლეები და პედაგოგი.
ამოცანის განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები :
*საინიციატივო ჯგუფების შექმნა.
*პროექტის სამოქმედო  გეგმის ჩამოყალიბება.
*პროექტის მსვლელობაზე პასუხისმგებელი პირების არჩევა.
*„მასწავლებლის საათის“-პროექტისათვის მიზანმიმართულად გამოყენება:დისკუსია  მშობლებთან ერთად თემაზე-შევიყვაროთ კითხვა.
*კლასში არსებულ „მცირე თეატრში“ როლების გადანაწილება.სპექტაკლის მომზადება,მუსიკალურად გაფორმება,პრეზენტაცია.
                                                     სამუშაო    გეგმა
საპროექტო საქმიანობები
პასუხისმგებელი პირის არჩევა
       ვადები
1.პროექტის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება
პედაგოგი,მშობელი
კლასი
2 დღე
2.პროექტის  მსვლელობაზე პასუხისმგებელი პირის არჩევა
პედაგოგი,ჯგუფის ხელმძღვანელები.
1 გაკვეთილი
3.“მცირე თეატრი“-მომზადება,პრეზენტაცია
მოსწავლეები
2  კვირა
4.წიგნის მომზადება-პრეზენტაცია.
მოსწავლეები
1 კვირა

                                                                                        სულ1 თვე
                                              პროექტის შუალედური და საბოლოო                                
                                                                 შეფასება
პროექტის მონიტორინგი
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი  შუალედური  მონიტორინგი
პედაგოგი
სისტემატიურად
.
მეორე შუალედური მონიტორინგი

მშობელი
სისტემატიურად

საბოლოო შეფასება
პედაგოგი
მშობელი
პრეზენტაცია

                 პროექტის შეფასების კრიტერიუმები





მიზანი
არ არის მიზანი კარგად გამოკვეთილი
ფოკუსირება მხოლოდ ერთ მიზანზეა გაკეთებული
მიზანი კარგად გამოკვეთილი და მარტივად გასაგებია
ორგანიზება
სუსტად იყო ორგანიზებული,იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი არ იყო.
თანმიმდევრულად იყო გააზრებული,იდეებს შორის გადასვლა მარტივი იყო მაგრამ ზოგჯერ გაუგებარი
კარგად იყო ორგანიზებული,ლოგიკური გადასვლა იყო ერთი იდეიდან მეორეზე,რაც ზრდიდა პროექტის ეფექტურობას
შინაარსის კორექტულობა
გვხვდება ხშირი შეუსაბამობები,მცდარი ინფორმაციები,რასაც შეცდომაში შეჰყავდა მსმენელი
ძირითადად კორექტულია,მაგრამ იყო მცირე შეუსაბამობები და მცდარი ინფორმაციები
მთლიანად კორექტულია.ინფორმაციები ზუსტი და მკაფიოა.პასუხობს მოთხოვნებს.
თვალსაჩინოება
ხშირად შეუსაბამოა შინაარსთან,ან საერთოდ არ არის შექმნილი
ხშირად კავშირშია შინაარსთან,მაგრამ ერთფეროვანი.მეტნაკლებად პასუხობს მოთხოვნებს
კავშირშია შინაარსთან,მრავალფეროვანია,მოძიებულია ჯგუფის მიერ.ზუსტად პასუხობს მოთხოვნებს
შემოქმედებითობა
ჯგუფისგან მცირე  შემოქმედებითი დანახარჯია
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალობა,ეხმარებათ პროექტის უკეთ წარმართვაში
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა,სიახლეებზე მორგება,კრეატიულობა,რაც პროექტს საინტერესოს ხდის
კავშირები საგნებთან
არ ჩანს ჯგუფის კონფედენცია საგნებში.ხშირად ხდება ფაქტების უზუსტო გადმოცემა
არ არის კავშირი  მცირე რაოდენობის საგნებთან/1ან2 საგანთან/
არის კავშირი სხვადასხვა საგნებთან,რაც მიუთითებს სხვადასხვა საგნების ცოდნას,პასუხობს მოთხოვნებს
პრეზენტაცია
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის პრეზენტაციის არსი,უჭირთ პასუხების გაცემა,ჩამოყალიბება
ბუნდოვნად არის პროექტის არსი წარმოჩენილი,შედარებით ნაკლებ დამაჯერებელია
პრეზენტაციით პროექტის არსი სრულყოფილად არის წარმოჩენილი,იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს მოთხოვნებს.
დასკვნა
პროექტი არ არის ჩამოყალიბებული .არ პასუხობს მოთხოვნებს
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად,მაგრამ არ არის მკაფიო
დასკვნებში არის ორიგინალობა,ლოგიკურად არის კავშირი კვლევასთან,ჩამოყალიბებულია და პასუხობს მოთხოვნებს